საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

ocean-at-dusk-2000x500

საერთაშორისო საზღვაო სამართალი

საერთაშორისო საზღვაო სამართალი რთულ და მრავალფეროვან დარგს წარმოადგენს. იგი მოიცავს იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფოების უფლებამოვალეობებს დედამიწაზე არსებულ აკვატორიაში: ოკეანეებში, ზღვებში, ყურეებში, უბეებში, არხებში, სრუტეებში და სხვ. თანამედროვე ეტაპზე საერთაშორისო საზღვაო სამართლის წყაროებია: შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები რომლებიც მოსაზღვრე წყლების და ნავსადგურების უფლებრივ რეჟიმს არეგულირებენ, საერთაშორისო საზღვაო ჩვეულებები, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებანი რომლებიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ცალკეულ საკითხებს არეგულირებენ. შემუშავებულია მრავალმხრივი კონვენციები, რომლებიც ყველა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. ამ მხრივ აღსანიშნავია საზღვაო სამართლის შესახებ ჟენევის 1958 წლის კონვენციები: ღია ზღვის, ტერიტორიული ზღვისა და მომიჟნავე ზონის, კონტინენტური შელფის და ღია ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის შესახებ, რომლებმაც შეაჯამეს წარსული პრაქტიკა და განამტკიცეს საზღვაო სამართლის პროგრესული რეჟიმი. საერთაშორისო საზღვაო სამართალი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ნორმებსა და ინსტიტუტებს მოიცავს. მაგ. ღია ზღვაში თავისუფალი ნაოსნობა, მშვიდობიანი გავლა სახელმწიფო ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საერთაშორისო სრუტეებში ტრანზიტული გავლა, კონტინენტური შელფი და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, საერთაშორისო არხების რეჟიმი, შიდა საზღვაო წყლები და სხვ. საზღვაო სივრცეები – საზღვაო სივრცეების თანამედროვე სამართლებრივი კლასიფიკაცია ასახულია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციაში. კონვენციის მიხედვით გამოყოფილია შემდეგი საზრვაო ტეროტორიები: შიდა წყლები, შიდა საზღვაო წყლები, ტერიტორიული ზღვა, კონტინენტური შელფი, ზღვის ფსკერის საერთაშორისო რაიონი. საზღვაო სივრიც დაყოფა ცალკეულ ზონებად იძლევა ამ ტერიტორიებზე სახელმწიფოების უფლება–მოვალეობების განსაზღვრის საშუალებას. საზღვაო ტერიტორიებზე განასხვავებენ სამი სამართლებრივი რეჟიმის ტერიტორიებს: 1) სახელმწიფო ტერიტორია (შიდა წყლები, შიდა საზღვაო ზღვა, ტერიტორიული ზღვა), 2) შერეული რეჟიმის ტერიტორიები (მაგ. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, კონტინენტური შელკფი), 3) საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის ტერიტორიები (ღია ზღვა, ზღვის ფსკერის საერთაშორისო რაიონი).

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
გადათარგმნა