საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო!

გამოიცა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გივი ლობჟანიძის და პროფესორ ასლან აბაშიძის ავტორობით სახელმძღვანელო „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ისტორიული ფესვები და მისი ადგილი საერთაშორისო სამართლის სისტემაში, სახელმწიფოების საზღვარგარეთულ წარმომადგენლობათა ორგანიზაცია და მათი შემადგენლობა, საერთაშორისო იმუნიტეტის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში და სხვა აქტუალური […]

გამოიცა ახალი სახელმძღვანელო!

გამოიცა თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ბითაძის სახელმძღვანელო „საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი“. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: საერთაორისო გარემოსდაცვითი სამართლის ცნება და რეგულირების სფერო, სამართლის ისტორიული ევოლუცია და სამართლის ძირითადი წყაროები, პრინციპები, საერთაშორისო ინსტიტუტები გარემოს დაცვის სფეროში და სხვა აქტუალური საკითხები.

გამოიცა ინგლისურენოვანი სტატიათა კრებული

სიახლე-თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წევრების აქტიური ჩართულობით, ავტორთა კოლექტივის მონდომებითა და პროფესორ დავით პატარაიას რედაქტორობით გამოიცა ინგლისურენოვანი სტატიათა კრებული, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხსოვნას.

სიახლე – გამოიცა ახალი სახელმძღვანელო!

მასში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო საჰაერო სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები: საერთაშორისო საჰაერო სამართლის ცნების და არსის განსაზღვრის პრობლემები, წყაროები, საერთაშორისო საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვების რეგულირების ასპექტები, თანამედროვე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების შესახებ და სხვა დებულებები აქტუალურ საკითხებზე. სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია საერთაშორისო სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევართათვის და პრაქტიკოსებისათვის, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტთათვის. […]

საერთაშორისო ვებინარი

„სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და “საერთაშორისო სამართლის ასოციაციის“ ორგანიზებით 2021 წლის 18 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: “რუსეთის ფედერაციის მიერ შეირაღებული ძალის პირდაპირი და არაპირდაპირი გამოყენება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.ვებინარს წარუძღვება ვალენტინა ლუკიანეცი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, უკრაინის შინაგან საქმეთა ეროვნული აკადემიის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი და ამავე აკადემიის რექტორის […]

საჯარო ლექციები საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე (ინგლისურ ენაზე)

თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ, სამართლის დოქტორ ელმარ გიემულას საჯარო ლექციები საერთაშორისო საჰაერო სამართლის აქტუალურ პრობლემებზე (ინგლისურ ენაზე).  რეგისტრაციის გასავლელად, დაინტერესებული სტუდენტები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ili@tsu.ge  08.10.2020 18.00 საათამდე. სრული კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ლექციები ჩატარდება შემდეგ თემებზე: 12.10.2020, 10.00  – Introduction to international Aviation Liability Law13.10.2020, 10.00  – The Concorde Crash on […]

სიახლე – გამოიცა ახალი სახელმძღვანელო!

სიახლე – გამოიცა ახალი სახელმძღვანელო! მასში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები: საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის ცნების და არსის განსაზღვრის პრობლემები, წყაროები, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის რეგულირების ასპექტები, თანამედროვე ტრანსნაციონალური კორპორაციების შესახებ და სხვა დებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებზე.სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევართათვის და პრაქტიკოსებისათვის, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის უმაღლესი განათლების […]

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი – არის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ მდგომარეობას, ქმედებათა თანმიმდევრობას, უფლებამოსილებასა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ძალას, ასევე მათ ურთიერთკავშირს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან. საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი თანამედროვე სა¬ერთაშორისო სამართლის დარგია, რომლის პრინციპები და ნორმები აწესრიგებს საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნასა და საქმიანობას, მათ […]

გახდი ასოციაციის წევრი

გახდი ასოციაციის წევრი ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე და უცხოელი მოქალაქე რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და აღიარებს მის წესდებას. წევრს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში და არჩეულ იქნას მისი ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობაში; ისარგებლოს ასოციაციის პროგრამებში მონაწილეობის პრიორიტეტული უფლებით; მიიღოს ასოციაციის მატერიალური, ორგანიზაციული და სხვა […]

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა 2019 წელი საერთაშორისო საჰაერო სამართლის ფუნდამენტური და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის – „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის ხელმოწერის და მის საფუძველზე შექმნილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 75 წლის საიუბილეო წელია. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში, ამ დოკუმენტმა მიიღო საყოველთაოდ აღიარებული და გავრცელებული სახელი 1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია, ან უბრალოდ ჩიკაგოს კონვენცია. საერთაშორისო საჰაერო […]

გადათარგმნა