საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

საერთაშორისო სამართალის ასოციაციის შესახებ

2005 წლის 10 იანვარს დაფუძნდა კავშირი საჰაერო სამართლის დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქალაქ თბილისის ისან-სამგორის 2005 წლის 10 იანვრის 7/9-319 დადგენილების შესაბამისად და წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს NB12102503/3 გადაწყვეტილების საფუძველზე მას შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი ინსტიტუტი.
ასოციაციის მიზნებია:
საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში ლიბერალიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით მასში ცვლელიბების შესატანად წინადადებების მომზადება;
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან (კონვენცია, პაქტი, შეთანხმება, ოქმი და სხვა) მიერთების მიზანშეწონილობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების შემუშავება;
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან ჰარმონიზაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის ეტაპობრივი ლიბერალიზაციის განხორციელების საკითხების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;
ანალოგიური მიზნების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სპეციალისტების მომზადებისა და არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით;
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი კანონიერი ინტერესების წარმოდგენა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში;
განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება. ამ მიმართულებით გრანტებისა და დაფინანსების სხვა წყაროების მოზიდვა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება;
ზემოაღნიშნული მიზნებისათვის სხვადასხვა სახის გრანტებისა და დახმარებების მოზიდვა;
ორგანიზაციის მიზნებისათვის ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
გადათარგმნა