![](http://intlaw.ge/wp-content/uploads/2022/07/288646677_735243817809115_2603179300213643678_n-768x1024.jpg)
გამოიცა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის
ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გივი ლობჟანიძის და პროფესორ ასლან აბაშიძის
ავტორობით სახელმძღვანელო „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“. მასში
განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: დიპლომატიური და
საკონსულო სამართლის ისტორიული ფესვები და მისი ადგილი საერთაშორისო
სამართლის სისტემაში, სახელმწიფოების საზღვარგარეთულ წარმომადგენლობათა
ორგანიზაცია და მათი შემადგენლობა, საერთაშორისო იმუნიტეტის პრობლემა
საერთაშორისო ურთიერთობებში და სხვა აქტუალური საკითხები.