საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

transdorm-2000x500

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი – არის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლებრივ მდგომარეობას, ქმედებათა თანმიმდევრობას, უფლებამოსილებასა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ძალას, ასევე მათ ურთიერთკავშირს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან.

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი თანამედროვე სა¬ერთაშორისო სამართლის დარგია, რომლის პრინციპები და ნორმები აწესრიგებს საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნასა და საქმიანობას, მათ ურთიერთობას სამართლის სხვა სუბიექტებთან.

თანამედროვე მსოფლიოში ძირითადი საერთაშორისო ფაქტორების მქონეა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ავითარებს საერთშორისო ურთიერთობებსა და თანამედროვე საერთაშორისო სამართალს. ისინი მონაწილეობას იღებენ კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში, აქტიურად მონაწილეობენ პროცესთა კოდიფიკაციის განხორციელებასა და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის განვითარებაში; საკუთარ უფლებამოსილებათა ჩარჩოებში ახორციელებენ კონტროლს საერთაშორისო სამართლის  ნორმების დასაცავად, ასევე ფლობენ მისი დაცვისათვის აუცილებელ მექანიზმებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების როლისა და მნიშვნელობის მზარდმა როლმა განაპირობა საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი დარგის – საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის ჩამოყალიბება. მოცემული დარგის ფარგლებში ერთიანდება პრინციპები და ნორმები, რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის შექმნას, უფლებამოსილებათა მოცულობასა და საქმიანობას. ამასთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციის სამართალი თავის თავში მოიცავს პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც საერთოა ორგანიზაციისთვის, ასევე სამართლებრივ მდგომარეობას და გამოხატავს საერთაშორისო ორგანიზაციის ცალკეულ სპეციფიკას.

საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის წყაროს მიეკუთვნება სახელწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებები; ხელშეკრულებები სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის დადებული შეთანხმებები.

საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლის წყარო უპირატესად არის საერთაშორისო მოლაპარაკებების საფუძველზე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. ასეთი მოლაპარაკებები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. მოლაპარაკებები სახელმწიფოთა შორის – სახელმწიფო ორგანიზაციების სადამფუძნებლო აქტები, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ორგანიზაციის სამართლებრივ სახეს და ანიჭებს მას უფლება-მოვალეობებს, ეს უკანასკნელი კი სამართალსუბიექტობის შემადგენელი ნაწილია;
  2. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებები – შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინის განთავსებასთან დაკავშირებით, მისი წარმომადგენლობების შესახებ სახელმწიფოებში; ფუნქციური შეთანხმება, რაც მიმართულია ორგანიზაციის მიზნის რეალიზაციისკენ; ტექნიკური დახმარების შესახებ; ფინანსური დახმარების შესახებ; მეურვეობის შესახებ; სამხედრო ძალებითა და სხვა სამხედრო სახის დახმარების აღმოჩენის შესახებ და სხვ.;
  3. საერთაშორისო ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებები – თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, გაეროს-თან არსებული სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსის შესახებ, ერთობლივი ორგანოების, პროგრამების შექმნის შესახებ და ა.შ.
Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

გადათარგმნა