
პროფესორ დავით გეფერიძისა და ასისტენტ-პროფესორის ქეთევან კვიცარიძის ავტორობით მომზადდა სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“. აღსანიშნავია, რომ წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
დ. გეფერიძე, ქ.კვიცარიძე, „საერთაშორისო საჯარო სამართლის გზამკვლევი“, თბ., 2026, გამომცემლობა „უნივერსალი“, სახელმძღვანელო.