5 ივლისს, აკადემიკოს ლევან ალექსიძეს შეუსრულდებოდა 100 წელი! ბატონ ლევანს უდიდესი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე!ბატონი ლევანი ჭეშმარიტად იყო გამორჩეული იურისტი, საქართველოში საერთაშორისო სამართლის მთავარი განმსაზღვრელი და მსოფლიოში ამ დარგის განსაკუთრებული პიროვნება.მან 68 წელი მიუძღვნა საერთაშორისო სამართლის სკოლის აღმასვლას, საქართველოში იყო ამ დამოუკიდებელი მიმართულების – საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელი. მისი ხელმძღვანელობით მრავალი მეცნიერი აღიზარდა, ის უზარმაზარი შრომა, რაც მან გაწია ათეულობით წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ხანი იქნება თითოეული ჩვენგანის სამომავლო გზამკვლევი.